გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი საფეხური /
VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: „ჩვენი ნაცნობი პერსონაჟები
პროზაული ნაწარმოებებიდან“
გაკვეთილის მიზანი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შეეძლებათ: პერსონაჟის მახასიათებლის
ამოცნობა, დახარისხება და პერსონაჟების შესახებ გრაფიკული სქემების ელექტრონულად
შევსება; სასწავლო ამოცანების გადასაწყვეტად ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება; ელექტრონული კომუნიკაციისთვის -
ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ.)
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხები -
(მისალმება, კლასის დაყოფა
ჯგუფებად შემთხვევითი განაწილების პრინციპით - „გაითვალეთ 1-დან 6-მდე“ - გათვლით მიიღება
ექვსი ოთხკაციანი ჯგუფი / შერეული გუნდი განსხვავებული აკადემიური და სოციალური შესაძლებლობების, სქესის, ტექნოლოგიური კომპეტენციის მქონე მოსწავლეებისაგან;
მოხდება
თითოეული ჯგუფის წყვილებად დაყოფა - ჯგუფებში შეიქმნება ორ-ორი წყვილი;
-
გაკვეთილის მიზნის გაცნობა;
-
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკის გაცნობა -
მასწავლებელი
ამოწმებს გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრებას, რისთვისაც მორიგეს თხოვს დახმარებას; კლასს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს. მოსწავლეებს უხსნის რა სახის სამუშაო ელოდებათ გაკვეთილის პროცესში. აცნობს კლასის ორგანიზების ფორმებს და იმ მეთოდებს, რომლებსაც
გამოიყენებენ;
გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას უჩვენებს თვალსაჩინოდ - ელექტრონულად ეკრანზე (იგივე
ინფორმაცია წარმოდგენილია ფლიფჩარტზეც
და განთავსებულია კედელზე);
გააცნობს შეფასების რუბრიკას, რომელსაც გამოიყენებს
საგაკვეთილო პროცესში.
|
საუბრის,
ახსნის
|
მთელი კლასი
|
- ინტერნეტის ქსელში
ჩართული 7კომპიუტერი (გაკვეთილი ტარდება მრავალკომპიუტერიან საკლასო ოთახში, არის 24
მოსწავლისთვის ინტერნეტის ქსელში ჩართული 6 კომპიუტერი და დამატებით ერთი კომპიუტერი,
რომელიც იძლევა პროექტორის გამოყენების საშუალებას მასალის ეკრანზე საჩვენებლად / დემონსტრირებისათვის);
-
გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა წარმოდგენილი ელექტრონულად ეკრანზე;
-
იგივე ინფორმაცია მომზადებელი ცალ-ცალკე ფლიფჩარტზე და თვალსაჩინოდ განთავსებული კედელზე;
-
საკლასო
ჟურნალი (მატერიალური სახით).
|
1
|
2.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს 2 წუთის განმავლობაში გაიხსენონ და დაფაზე ჩამოწერონ მიმდინარე სასწავლო წელს შესწავლილი პროზაული ნაწარმოებები და მათი პერსონაჟები.
ამ პროცესში მოსწავლეები მაქსიმალურად ერთვებიან და უვითარდებათ ასოციაციური აზროვნება.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
- დაფა,
ცარცი/დაფის მარკერი
|
2
|
3.
|
მასწავლებელი კლასს აცნობს სამუშაოს თანმიმდევრობას და იძლევა ინსტრუქტაჟს/სამუშაო წესებს: დასახელებული პერსონაჟებიდან ჯგუფებისთვის ერთი პერსონაჟის არჩევა მოხდება კენჭისყრით.
მასწავლებელი ჯგუფებს გააცნობს გრაფიკულ სქემას (იგივე პერსონაჟის რუკას), რომლის მიხედვით
ჯგუფის წევრები გაარკვევენ, თუ რა იციან და ახსოვთ პერსონაჟის შესახებ.
გრაფიკულ სქემას მასწავლებელი
მოსწავლეებს თვალსაჩინოდ უჩვენებს ეკრანზე.
მოსწავლეთა
საჭიროებებიდან გამომდინარე, იგივე სქემა ამობეჭდილი A4 ზომის თაბახის ფურცლებზე,
დარიგდება ჯგუფებშიც.
|
საუბრის,
პრაქტიკული
|
მუშაობა ჯგუფებში
|
-
გრაფიკული სქემა ელექტრონული
სახით;
-
კომპიუტერები,
-
პროექტორი,
-
ინტერნეტი (ელექტრონული ფოსტით სქემის ჯგუფებში გადასაგზავნად);
-
გრაფიკული
სქემა A4 ზომის თაბახის
ფურცლებზე ამობეჭდილი (ჯგუფებში დასარიგებლად);
|
1
|
4.
|
ჯგუფებში მუშაობა გრაფიკული სქემის მიხედვით:
მასალის გაცნობა -
− დავალების ინდივიდუალურად მოფიქრება;
− მუშაობა წყვილებში
- აზრების ერთმანეთთან გაცვლა;
−
შესრულებული მთლიანი დავალების ჯგუფში განხილვა (შენიშვნებით, დაზუსტებებით...) თითოეული მოსწავლე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მსჯელობს, აზუსტებს ბუნდოვან ან საკამათო ადგილებს, განმარტავს, ათანხმებს.
ჯგუფის წევრებთან შეთანხმებულ პასუხებს ჯგუფები წერილობით აყალიბებენ - სქემას ავსებენ ელექტრონულად.
შევსებულ სქემას ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ელექტრონული ფოსტიდან
გადააგზავნიან მასწავლებლის და ჯგუფის სხვა წევრების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე (ეს გზა ჯგუფებისთვის საშუალებას იძლევა მომდევნო აქტივობისთვის მათ მიერ შესრულებული
დავალება ეკრანზე საჩვენებლად პროექტორთან დაკავშირებულ კომპიუტერში ჩამოიტვირთოს; ამავე დროს, მოსწავლეები გააცნობიერებენ ჯგუფში (მიზნობრივ აუდიტორიასთან) ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის შესაძლებლობებს).
მუშაობის პროცესში ერთვება ჯგუფის ყველა წევრი. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ სამუშაო რვეულში აკეთებს ჩანაწერებს.
იძლევა შესაბამის უკუკავშირს.
|
პრაქტიკული
|
მუშაობა ჯგუფებში
|
−
კომპიუტერი,
−
ინტერნეტი
|
15
|
5.
|
ჯგუფების მიერ შესრულებული დავალების / ნამუშევრების პრეზენტაცია (წარმოჩენა) - თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას. |
ზეპირი პრეზენტაცია
|
მუშაობა ჯგუფებში
|
−
კომპიუტერი,
−
ინერნეტი,
−
პროექტორი,
−
ეკრანი
|
11
|
6.
|
მასწავლებელი ჯგუფებს უჩვენებს სლაიდებზე წარმოდგენილ დავალებებს:
დავალება 1.
1) ამოარჩიეთ თქვენი ნამუშევრებიდან
პერსონაჟის მახასიათებელი (ან მახასიათებლები) და დააკავშირეთ
ისრით;
2)
წარმოადგინეთ პერსონაჟის მთავარი მახასიათებელი ერთი სიტყვით და დააკავშირეთ ისრით;
- ინსტრუქციის შესაბამისად ჯგუფის წევრები მოიფიქრებენ და ერთამანეთთან შეათანხმებენ პასუხებს; დააკავშირებენ ისრით და მთავარ მახასიათებელს ჩაწერენ ცარიელ უჯრაში. დავალება სრულდება კომპიუტერში, რომელთანაც მიერთებულია პროექტორი და მუშაობის პროცესი თვალსაჩინოა.
დავალება 2. ჩახატეთ
ან დაწერეთ ის სიმბოლო, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს პერსონაჟს -
დავალება სრულდება
ჯგუფებში. ჯგუფებს დავალება ეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან შეთანხმებულ პასუხებს ჩაწერენ ცარიელ უჯრებში. ჯგუფები შესრულებულ სამუშაოს მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან აგზავნიან ელექტრონული ფოსტით.
|
პრაქტიკული
|
მუშაობა ჯგუფებში
|
-
კომპიუტერი,
-
ინტერნეტი,
-
პროექტორი,
-
ეკრანი
|
8
|
7.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს კითხვა-პასუხის გზით კლასს დააფიქრებს და ამსჯელებს შესრულებულ სამუშაოზე, რა და როგორ შეასრულეს; თითოეული მოსწავლე გაიაზრებს, თუ რა ისწავლა? (რა ისწავლეს?), როგორ სწავლობს? (როგორ სწავლობენ?) . . . |
ვერბალური -
საუბრის,
კითხვა-პასუხის
|
მთელი კლასი
|
-
ჯგუფების
მიერ კომპიუტერში შესრულებული ნამუშევრები;
-
კომპიუტერი,
-
პროექტორი,
-
ეკრანი
|
2
|
8.
|
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეჯამება.
შეჯამებას ახდენს
ჯგუფების მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და თითოეული ჯგუფის
მუშაობაზე მისი დაკვირვების შედეგების საფუძველზე.
ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად
თანაბრად მიიღო ყველა მოსწავლემ ინფორმაცია ყველა ასპექტში და მუშაობის პროცესში
რამდენად იყო თითოეული მათგანი ჩართული აქტივობებში ციფრული წიგნიერების მიმართულებით.
|
თხრობის,
საუბრის
|
მთელი კლასი
|
ჯგუფების მიერ კომპიუტერში შესრულებული ნამუშევრები;
მასწავლებლის ჩანაწერები
(მასწავლებლის სამუშო რვეული)
|
1
|
9.
|
შეფასება:
− მასწავლებელი იყენებს ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკას ციფრული წიგნიერების, როგორც გამჭოლი კომპეტენციის მიმართულებით;
მასწავლებელი კლასს აუხსნის, რომ განმავითარებელ შეფასებას თითოეული მოსწავლე მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაკვეთილზე
მასწავლებლის დაკვირვების
შედეგების საფუძველზე - მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი მიღწევებისა და პროგრესის შესახებ.
|
ახსნის,
წერითი სამუშაო
|
მთელი კლასი
|
- საწერი კალმები;
- ელექტრონული
ჟურნალი.
|
3
|
10.
|
საშინაო დავალების მიცემა.
მასწავლებელი
ეკრანზე - თვალსაჩინოდ უჩვენებს საშინაო დავალებას:
1) იმ ჯგუფებს, რომლებსაც დაუსრულებელი დარჩათ რომელიმე
აქტივობა, დაასრულონ და მასწავლებელს გადაუგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე;
2) თითოეულმა
მოსწავლემ დაწეროს გაკვეთილის რეფლექსია ბლოგზე და სამ მოსწავლეს დაუკომენტაროს
(იგულისხმება, რომ მოსწავლეები რეგისტრირებული არიან ბლოგზე და ბლოგს იყენებენ სასწავლო
მიზნებისთვის);
3)
მოსწავლეები ელექტრონულ ფოსტაზე გაეცნონ მასწავლებლის
მიერ მიწოდებულ უკუკავშირს.
|
ახსნის
|
მთელი კლასი
|
- კომპიუტერი,
- პროექტორი, - ეკრანი |
1
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა
და გადაცემისათვის აუცილებელი
უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად
იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის
მქონე დეტალების შეფასების უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· აფასებს პერსონაჟების ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი
ხასიათის მქონე ეპიზოდებში.
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს;
· განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს.
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წერს ინფორმაციულ ტექსტს.
ციფრული წიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია (დონე III, VI კლასი):
3.2. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა გამოწვევებზე და სასწავლო ამოცანებზე
ციფრული წიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია (დონე III, VI კლასი):
3.2. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა გამოწვევებზე და სასწავლო ამოცანებზე
- ისტ-ის გამოყენებით ქმნის და ხვეწავს მონაცემთა გამოსახვის ფორმებს სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად;
4.1. აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობებს
- აცნობიერებს, რომ
ელექტრონული კომუნიკაცია
შესაძლებელია მიზნობრივ
აუდიტორიასთან.
შეფასება:
(მოსწავლის შეფასების
კრიტერიუმები და /ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
ჯგუფის შეფასების რუბრიკა
ციფრული წიგნიერების, როგორც გამჭოლი კომპეტენციის
მიმართულებით
კრიტერიუმები
|
ხვედრითი წონა
|
1
|
2
|
3
|
4
|
ჯგუფის მიერ შესრულებული
სამუშაოს ტექნიკური მხარე / მისი გამართულობა
|
X 3
|
ტექსტის ფორმატი ართულებს მასალის აღქმას, არის 5-ზე მეტი ტექნიკური
ხარვეზი; გრაფიკული ელემენტები
ხელს უშლის მასალის აღქმას
|
ტექსტის ფორმატი გააზრებულია, თუმცა ხელს არ უწყობს მასალის აღქმას,
არის 3-5 ტექნიკური ხარვეზი;
გრაფიკული ელემენტები ხელს არ უწყობს მასალის აღქმას
|
ტექსტის ფორმატი კარგადაა გააზრებული და ხელს უწყობს მასალის აღქმას,
არის 1-2 ტექნიკური ხარვეზი; გრაფიკული ელემენტები ხელს უწყობს მასალის აღქმას
|
ტექსტის ფორმატი მრავალფეროვანია, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება
შინაარსს, შესრულებულია უხარვეზოდ; გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია და
ხელს უწყობს მასალის აღქმას
|
ჯგუფის მიერ შესრულებული
სამუშაოს შინაარსობრივი გამართულობა
|
X 2
|
არასწორად დაახარისხეს პერსონაჟის
მახასიათებლები, დეტალებს ვერ მიაქციეს ყურადღება,
არის 3-ზე მეტი ხარვეზი
|
სწორად ამოიცნეს, მაგრამ არასწორად
დაახარისხეს პერსონაჟის მახასიათებლები, დეტალებს ვერ მიაქციეს ყურადღება, არის 2-3 ხარვეზი
|
ტექსტიდან სწორად ამოიღეს და დაახარისხეს პერსონაჟის მახასიათებლები,
თუმცა დეტალებს ვერ მიაქციეს ყურადღება
|
ტექსტიდან სწორად ამოიღეს და
დაახარისხეს პერსონაჟის მახასიათებლები, სწორად მიაქციეს ყურადღდება დეტალებს
|
ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის გამოყენება
|
X 3
|
წერილი გაგზავნილია.
მითითებულია ადრესატის მისამართი, არ არის მითითებული თემა, არ არის დაცული ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტი, წერილს არ ახლავს მიბმული ფაილი
|
წერილი გაგზავნილია. მითითებულია ადრესატის მისამართი და თემა, დაცულია
ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტი, წერილის ტექსტი სწორად არის შედგენილი, მაგრამ წერილს არ ახლავს მიბმული
ფაილი
|
დავალება გადაგზვნილია. ფაილი
მიბმულია. ელექტრონულ წერილში არ არის მითითებული თემა, წერილის ველი ცარიელია /
წერილი ტექსტის გარეშეა გაგზავნილი
|
დავალება სწორად არის
გადაგზვნილი. წერილში მითითებულია ადრესატის მისამართი და თემა, დაცულია ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტი, მიბმულია ფაილი
|
დროის ლიმიტი
|
X 2
|
ჯგუფმა დავალება დროულად ვერ შეასრულა, ელექტრონული ფოსტით გადააგზავნა, პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დრო
ვერ დაიცვა, საჭიროებს დამატებით დროს
|
ჯგუფმა დავალება შეასრულა, თუმცა დროულად ვერ გადააგზავნა ელექტრონული
ფოსტით, პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დრო
დაიცვა
|
ჯგუფმა დავალება შეასრულა, დროულად გადააგზავნა ელექტრონული ფოსტით,
პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დრო
ვერ დაიცვა, მცირედ საჭიროებს დამატებით
დროს
|
ჯგუფმა დავალება დროულად შეასრულა, დროულად გადააგზავნა ელექტრონული
ფოსტით, პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დრო
დაიცვა
|
ჯგუფის
საერთო ქულა: |
მაქსიმალური ქულა - 40 ქულა (3 X 4 + 2 X 4 + 3 X 4 + 2 X 4 )
მოსწავლის
თვითშეფასების სქემა
რა იყო
გაკვეთილზე ჩემთვის ყველაზე საინტერესო ?
|
|
რა ვისწავლე
გაკვეთილზე?
|
|
რა გავაკეთე
გაკვეთილზე?
|
|
ვისთან ერთად ვიმუშავე?
|
|
რა გავაკეთე
კარგად? რა იყო წარმატების მიზეზი?
|
|
რა ვერ გავაკეთე
კარგად?
რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
|
ხელმოწერა: მ. ნათენაძე
თარიღი: 05.04.2018 წელი
No comments:
Post a Comment