კურსის მნიშვნელობა:
საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოჩენამ სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პროირიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ აღნიშნული ტექნლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლეთათვის. ამიტომ, სკოლების რეფორმის გზაზე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა: როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნლოგიების ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და სწავლების ნებისმიერ საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართევლოს სკოლების მასწავლებლთა კვალიფიკიციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების (I-XII კლასების) მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს ტრენინგ-კურსში, მას უნდა გააჩნდეს ტექსტურ რედაქტორში მუშაობის კომპეტენცია.
კურსი მოიცავს 32 საათს (პერიოდი - 8 დღე, მეცადინეობის ხანგრძლოვობა - 4 საათი დღის განმავლობაში).
სერთიფიცირების პირობები:
− - დასწრება - არანაკლებ 28 საათისა;
− - კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექრტონული პორტფოლიო პირად ბლოგზე.
მონაწილეთა შეფასება:
შეფასება ხდება შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსების (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, პრეზენტაცია, პროექტის გეგმა) მიხედვით, რომელიც ატვირთულია მონაწილის პირად ბლოგზე.
მონაწილემ აუცილებლად სრულყოფილად უნდა შექმნას ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიო: ოთხი ელექტრონული სასწავლო რესურსით და გამოაქვეყნოს პირად ბლოგზე.
პორტფოლიოს კომპონენტები:
1. გაკვეთილის გეგმა;
2. გაკვეთილის პრეზენტაცია;
3. გაკვეთილის შეფასების რუბრიკა;
4. პროექტის გეგმა.
1. გაკვეთილის გეგმა;
2. გაკვეთილის პრეზენტაცია;
3. გაკვეთილის შეფასების რუბრიკა;
4. პროექტის გეგმა.
No comments:
Post a Comment